თბილისში ჰეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილებით შეამკეს

 საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფაიგ გულიევმა, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანელმა ბიზნესმენებმა და SOCAR "საქართველოს" წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ძეგლი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს. 

ჰეიდარ ალიევის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თბილისში მდებარე აზერბაიჯანის კულტურის ცენტრში ფოტოგამოფენა მოეწყო. 

ღონისძიება რუსთავში ალიევის სახელობის პარკში გაგრძელდება. აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები რუსთავში ჩავლენ და ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ძეგლს მოინახულებენ.

დღეს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 98 წელი შესრულდა.