თეირანში გენერალ სულეიმანის სამგლოვიარო ცერემონია იმართება - PHOTO

თეირანში აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერლის სამგლოვიარო ცერემონია იმართება. ღონისძიებას ათასობით ირანელი ესწრება. ცერემონიაზე ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეიც იმყოფება.

სამგლოვიარო მსვლელობის მონაწილეები ანტიამერიკულ სლოგანებს სკანდირებენ.

ირანელი გენერლის ცხედარს დღეს ქალაქ ყუმში გადაასვენებენ. სამშაბათს კი მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალავენ.