თეირანში კოვიდშეზღუდვები გაამკაცრეს

ირანის დედაქალაქ თეირანში კორონავირუსის გავრცელების გამო ცენტრალური ბაზარი და ბანკები დაიხურება. ინფორმაციას ირანის ხელისუფლება ავრცელებს.

"ამჟამად თეირანი კორონავირუსის გავრცელების წითელ ზონაშია", - განაცხადა თეირანის პროფკავშირების პალატის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ობიექტები 6 დღის განმავლობაში იქნება დახურული.

ირანში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში COVID-19-ის 25 441 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 548 704 შეადგინა. პანდემიამ 87 374 ადამიანი იმსხვერპლა.