თეირანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

ირანის დედაქალაქში საცხოვრებელ სახლში გაზი აფეთქდა. ISNA-ს ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი.

სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, საცხოვრებელი სახლის სარდაფში შენახული გაზის ცილინდრების აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობა.

გაცნობებთ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ირანში აფეთქების შემთხვევები საგრძნობლად გახშირდა.