ტეხასის შტატში ქარიშხალი "ჰანა" მძვინვარებს

აშშ-ში, სეზონის პირველი ქარიშხალი "ჰანა" ტეხასის შტატის სანაპიროებს აღწევს. ამის შესახებ გამოცემა ABC News იუწყება.

სინოპტიკოსების ცნობით, ქარის სიჩქარე 150კმ/სთ-ს აღწევს.

ინფორმაცია დაზარალებულთა და შესაძლო ზიანის შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ტეხასის გუბერნატორმა, ქარიშხალი "ჰანას" გამო, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საგანგებო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით მიმართა.