ტეხასის სკოლის მოსწავლეები ფერადკანიან თანაკლასელებს ინტერნეტით ყიდდნენ

აშშ-ში, ტეხასში შტატის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელ Snapchat-ში სპეციალური ჩატი შექმნეს სახელწოდებით "მონებით ვაჭრობა", სადაც საკუთარი აფროამერიკელი წარმოშობის თანაკლასელები გასაყიდად განათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

"ფასები" 1 აშშ დოლარიდან 100 აშშ დოლარამდე მერყეობდა. 

სკოლის ადმინისტრაციამ "მონებით ვაჭრობის"  შესახებ მალევე შეიტყო და  გამოძიება დაიწყო. საქმეში სამართალდამცავები ჩაერთნენ. 

მოსწავლეებს, რომლებმაც ჩატი შექმნეს, რასობრივი ნიშნით შევიწროებისა და კიბერბულინგის გამო  დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ.