ტეხასში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ტეხასის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა. გზაზე გადატრიალდა მანქანა, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა. ინფორმაციას NBC ავრცელებს.

ინციდენტი მექსიკასთან საზღვრიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მოხდა.

დაშავებულები საავადმყოფოებში ვერტმფრენებით გადაიყვანეს. მათი მდგომარეობის, ასევე ავარიის მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.