აშშ-ის შტატ ტეხასში, რბოლის დროს, ავტომობილი ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი KVIA ABC-7 News ავრცელებს.
"წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დაუდგენელი მიზეზით ერთ-ერთი მანქანა ტრეკიდან გადავიდა და ღობე გაანგრია. ავარიის შედეგად სხვა სამი ავტომობილიც დაზიანდა", - აღნიშნულია ოლქის შერიფის განცხადებაში.
ინციდენტის შედეგად დაზარალებული 8 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქედან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.