ტეხასში სროლისას 5 ადამიანი დაიჭრა

ტეხასის შტატში, ფორტ-უერთის პარკში სროლისას სულ მცირე 5 ადამიანი დაიჭრა. 

ადგილობრივი პოლიციელების თქმით, პარკში 30-მდე გასროლის ხმა გაისმა. მათი თქმით, 5-ვე დაჭრილი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.