ტერაქტი ლონდონში - სამართალდამცველებმა ერთი ადამიანის ლიკვიდაცია შეძლეს

ლონდონის სამხრეთ ნაწილში, სტრეტჰემის რაიონში რამდენიმე ადამიანს დანით აქვს ჭრილობა მიყენებული. მომხდარის შესახებ Skynews იუწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მეტროპოლიტენის პოლიციამ Twitter-ის მეშვეობით გააკეთა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავებმა დამნაშავეს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა.

„მომხდართან დაკავშირებული გარემოებები ჯერ დაზუსტებული არ არის, ინციდენტი ტერორიზმთან არის დაკავშირებული“, - ნათქვამია განცხადებაში.