"ტესლამ" მსოფლიოში პირველი ელექტრო სატვირთო მანქანა გამოუშვა - PHOTO

ლოს-ანჯელესში „ტესლას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკიმ პიკაპის ტიპის ახალი სატვირთო მანქანა წარმოადგინა, რომელიც პირველი ელექტრო სატვირთო მანქანაა მსოფლიოში. ტექნიკა გამოიყურება, როგორც ფუტურისტული დაჯავშნული მანქანა, რომელსაც, როგორც თავად მასკი ამტკიცებს, „ვერც კი გაჩხაპნი“.

მანქანა თავის პირველ გარბენს ასრულებს. „ტესლას“ Model 3 აკუმულატორზე მომუშავე, ყველაზე მეტად გაყიდვადი ელექტრომობილია მსოფლიოში.