ტესტირებისას SpaceX-ის მორიგი რაკეტა აფეთქდა - VIDEO

ტეხასის შტატში, კომპანია SpaceX-ის რაკეტა - Starship SN4 ტესტის დროს აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას Spaceflight ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, აფეთქების ზუსტი მიზეზები ცნობილი არ არის. შემთხვევა დილის 2:49 საათზე მოხდა.

პარასკევს შეერთებული შტატების ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ გასცა ლიცენზია Starship-ის კოსმოსური ხომალდის სუბორბიტალური ფრენების ტესტის ჩატარებაზე. ლიცენზია ითვალისწინებს მრავალჯერადი ფრენის შესაძლებლობას. მთავარი შეზღუდვა ორბიტაში შესვლის შეუძლებლობაა.

Starship რაკეტა 50 მეტრი სიგრძისაა და 9 მეტრი დიამეტრისგან შედგება. ის მარსზე ფრენებისთვის არის განკუთვნილია 100 ადამიანს იტევს.