თეთრი სახლი ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე კომენტარს აკეთებს

ორმხრივი მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთს შორის, რომელიც 10 იანვარს ჟენევაშია დაგეგმილი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირად შეხვედრას არ ითვალისწინებს. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

"პრეზიდენტები ბაიდენი და პუტინი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებენ", - განაცხადეს აშშ-ის ადმინისტრაციაში.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებები 10 იანვარს სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფარგლებში არის დაგეგმილი.

ამერიკული მხარის დელეგაციაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონის და სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები შედიან.