თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბარს აქვეყნებს - განახლებულია

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის ბეჭდურ ვერსიას აქვეყნებს.

აშშ-ს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მიზეზი სწორედ ეს წერილი გახდა.

კომენტარი აშშ-ს პრეზიდენტმაც გააკეთა. დონალდ ტრამპის თქმით, დემოკრატებს ბოდიშის მოხდა მოუწევთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნებულ ტექსტს წაიკითხავენ.

"მოიხდიან თუ არა დემოკრატები ბოდიშს მას შემდეგ, რაც ნახავენ, რა ითქვა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს? მათ ამის გაკეთება მოუწევთ იმიტომ, რომ ეს იდეალური ზარი იყო - ეს მათ განაცვიფრებს", - წერს აშშ პრეზიდენტი "Facebook-ში".