თეთრი სახლის ფონდმა აზერბაიჯანს 2 მილიონი დოლარი გამოუყო

თეთრი სახლის ინიციატივის "ქალების გლობალური განვითარება და კეთილდღეობა" (W-GDP) ფარგლებში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით ხორციელდება, აზერბაიჯანს 2 მილიონი დოლარი გამოეყო.

ეს თანხა აზერბაიჯანის ხელისუფლებას ქალების მიერ მართული და ქალებზე ორიენტირებული საქმიანი და პროფესიონალური ასოციაციების პოტენციალის გაძლიერებაში დაეხმარება.

ფონდი W-GDP მეწარმე ქალებისთვის ბაზრებზე, ფინანსურ რესურსებსა და ქსელებზე, სწავლებასა და სხვა რესურსებზე წვდომას უზრუნველყოფს.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ივანკა ტრამპის თქმით, ფონდი W-GDP იმ პროგრამების დაფინანსებისა და განვითარებისთვისაა შექმნილი, რომლებიც ქალების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას უწყობს ხელს.