თევზის ქონის კონტეინერში ნახევარი ტონა კოკაინი იპოვეს

ბარელონას პორტში, თევზის ქონის კონტეინერში ნახევარი ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით, Mossos de Escuadra ავრცელებს.

აღმოჩენილი ტვირთის ფასი შავ ბაზარზე 50 მილიონ ევროს აღწევს.

ნარკოტიკები გემზე იპოვეს, რომელიც პერუდან მიემართებოდა. ისინი 489 შეკვრად იყო დაფასოებული.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.