ნიდერლანდებში კოვიდ-ვაქცინაციას ვირტუალური რეალობის სათვალეებში სთავაზობენ

ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრმა ჰუგო დე იონგემ შესთავაზა ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ნემსის შიშის გამო არ შეუძლიათ, ვირტუალური რეალობის სათვალეებში აიცრან. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ მან Twitter-ზე განაცხადა.

"ვაქცინაციის წინ ნერვიულობთ, მაგრამ გსურთ ბუსტერის გაკეთება? ამსტერდამის ჯანდაცვის სამსახური სიამოვნებით დაგეხმარება. სულ უფრო მეტი ადგილი ჩნდება, სადაც VR სათვალეებს გთავაზობთ, რათა ვაქცინაციის დროს მოეშვათ", - აღნიშნა მინისტრმა.

მან გამოაქვეყნა ვიდეორეპორტაჟი, რომელიც ასეთი საპილოტე მიდგომის შესახებ იუწყება.

ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 86% ამჟამად ორივე დოზით არის აცრილი.