TikTok-ის მოგება გაორმაგდა

ჩინური კომპანია ByteDance-ის შემოსავალი, რომელიც  ვიდეო აპლიკაცია TikTok-ს ფლობს, 2020 წელს 111%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

კომპანიის თანამშრომლებზე გაცემულმა მემორანდუმამ აჩვენა, რომ გასულ წელს ფირმის მთლიანმა შემოსავალმა  34,3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ByteDance–ის წლიური მთლიანი მოგება ასევე 93%-ით გაიზარდა, 19 მილიარდ დოლარამდე.

გასულ წელს ByteDance-ს 1,9 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.