TikTok-ის მომხმარებელმა, სახელად Clean Coins-მა გადაიღო ვიდეო, თუ როგორ წმენდს ავსტრალიურ 20 ცენტიან მონეტას 50 წლის ჭუჭყს.
ვიდეოში ჩანს, რომ ის მონეტას ბამბითა და მეტალის საწმენდი საშუალებით წმენდს, რათა მას ახალი სახე მიეცეს.
TikTok-ზე წარმოდგენილია ათობით სხვა მსგავსი მონეტების ვიდეო. მონეტები გაწმენდის შემდეგ კვლავ მიმოქცევაში ბრუნდება.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"მე შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ 20-ცენტიანი მონეტები ვერცხლისაა", - განაცხადა ერთ-ერთმა მომხმარებელმა,
ზოგი TikTok-ის მომხმარებელი ფიქრობს, რომ ის მონეტების ხელით გაწმენდისას უზარმაზარ დროს კარგავს. მისი გასუფთავება მარტივი ხერხით, სპეციალურ ხსნარში მოთავსებითაც შესაძლებელია.