ტილ ლინდემანი კორონავირუსით საავადმყოფოში მოათავსეს

ჯგუფ Rammstein-ის სოლისტი ტილ ლინდემანი კორონავირუსით საავადმყოფოში მოათავსეს, - ამის შესახებ გამოცემა Bild წერს.

მისი ინფორმაციით, ლინდემანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. მას მაღალი სიცხე აქვს. ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა.