ტირანაში მამაკაცმა მეჩეთში 5 ადამიანი დაჭრა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, მეჩეთში მამაკაცი დანით თავს ხუთ ადამიანს დაესხა და დაჭრა ისინი. ინფორმაციას AP ავრცელებს.

პოლიციამ თავდამსხმელის დაკავება ოპერატიულად შეძლო. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რა იყო თავდასხმის მოტივი.

ინციდენტის შედეგად დაჭრილი 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის ცნობით, მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.