ტოივო კლაარი აზერბაიჯანს ეწვია

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია.

ის ბაქოში მოსკოვიდან ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში ტოივო კლაარი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.