თოკებში გახვეული პარაპლანის პილოტი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - VIDEO - PHOTO

პარაპლანით ფრენისას პილოტს თავს მოულოდნელი უსიამოვნება დაატყდა. იგი შვეიცარიაში, 1361 მეტრიდან გადმოხტა. მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა პარაპლანის თოკები ერთმანეთში გახლართა და მფრინავი შიგნით გაიჭედა.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, როგორ ვითარდება მოვლენები და თოკებში გახვეული პილოტი შვეიცარიის მთების სიღრმეებისკენ მიექანება.

მიუხედავად მომაკვდინებლად დაძაბული სიტუაციისა, 32 წლის ტურისტმა 20-წამიანი ვარდნის შემდეგ თოკებისაგან თავის დაღწევა მოახერხა და ავარიული პარაშუტი გახსნა, რის შედეგადაც მიწაზე დაშვება მოახერხა.


“რამდენიმე დღე დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ მივმხვდარიყავი რაც ჩემს თავს მოხდა. თავიდან შოკურ მდგომარეობაში ჩავვარდი, შემდეგ კი მივხვდი, რამდენად იღბლიანი ვარ“, - განაცხადა პილოტმა “Daily Mail-თან” ინტერვიუში.