ტოკიოში ელექტრომატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა - VIDEO

იაპონიაში, აოტოს სადგურზე კომპანია Keisei Electric Railway-ს ელექტრომატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა.

ინციდენტი მატარებლის გაჩერებამდე მოხდა. ამ დროს აქ 100 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ხაზზე მოძრაობა დროებით შეწყდა.

შემთხვევების მიზეზებს სპეციალისტები ადგენენ.