ტოკიოს სიბუიას რაიონში პოლიციამ ჰელოუინზე ხულიგნობის ფაქტზე 9 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ამ ადგილას ჰელოუინზე სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანები იკრიბებიან.
დღესასწაულზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა ადამიანმა პოლიციელს დაარტყა, რომელიც ჩხუბის გაშველებას ცდილობდა. ერთმა ოფიციანტს სცემა. დაფიქსირდა ქურდობის რამდენიმე ფაქტი.