ტოკიოში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

ტოკიოში, იტაბაშის რაიონში ავარია მოხდა, რომლის შედეგად მშენებარე სახლის ბეტონის კედელი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი ANN ავრცელებს.

ნანგრევებში ერთი მუშა მოჰყვა. ის გარდაიცვალა. მეორე მუშა პირველის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც თავი მიარტყა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.