ტომ ჰოლანდმა და ზენდაიამ Spider-Man-ის მესამე ნაწილის კადრები გამოაქვეყნეს - PHOTO

მსახიობებმა, ტომ ჰოლანდმა და ზენდაიამ Instagram-ზე Spider-Man-ის ფრენჩაიზის მესამე ნაწილის კადრები განათავსეს. ორივე მათგანმა ფილმის სათაურის სახელი სხვადასხვაგვარად დაწერა. ჰოლანდმა გამოქვეყნებულ სურათს სახელად Spider-Man: Phone Home დააწერა, ხოლო ზენდაიამ Spider-Man: Home Slice. თუმცა, რომელი სათაურია რეალური ჯერჯერობით უცნობია. 

ცნობილია, რომ Spider-Man-ის პრემიერა 17 დეკემბერს არის დაგეგმილი. ახალი ფრენჩაიზი ატლანტაში გადაიღეს, რომელიც პიტერ პარკერისა და მისი მეგობრების თავგადასავალზეა.