ტომ იორკმა ცოლი მოიყვანა - PHOTO

ბრიტანული ჯგუფ Radiohead-ის ლიდერმა, ტომ იორკმა იტალიელი მსახიობი დაიანა რონჩიონე ცოლად მოიყვანა. ცერემონია სიცილიის ბაგერიას კომუნაში გაიმართა. მას 120 ადამიანი ესწრებოდა, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეულ ყველა ზომას იცავდნენ.

წყვილის სურათები "ინსტაგრამზე" ფოტოგრაფმა გრეგ უილიამსმა განათავსა.

ტომ იორკი და დაიანა რონჩიონე ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებოდნენ.