გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში "სოციალ-დემოკრატები" ლიდერობენ

წინასწარი შედეგებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე "სოციალ-დემოკრატები" 25.7 პროცენტით იმარჯვებენ. DW-ს ინფორმაციით, მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" და "ქრისტიან-სოციალური კავშირის" ბლოკი, რომელმაც არჩევნებში ხმების კი 24.1%-ი მოიპოვა.

განახლებული მონაცემებით, მესამე ადგილზეა გარემოს დამცველი მწვანეების პარტია, რომელსაც 14.8-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. 11.5 პროცენტი აქვს ბიზნესის მხარდამჭერ თავისუფალ დემოკრატებს, მეხუთე ადგილს კი 10.5 პროცენტით ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის“ იკავებს.

DW-ს ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, გერმანიის ბუნდესტაგში ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება: "სოციალ-დემოკრატები" – 205 ადგილი; მმართველი "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და "ქრისტიან-სოციალური კავშირის" ბლოკი – 194 ადგილი, "მწვანეები" – 116 ადგილი; "თავისუფალი დემოკრატები" – 91 ადგილი; "ალტერნატივა გერმანიისთვის" – 84 ადგილი; "სოციალისტი მემარცხენეები" – 39 ადგილი.