ტრამპი ახალ სოციალურ ქსელს შეუერთდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წევრი ახალ სოციალურ პლატფორმა Campaign Nucleus-ს შეუერთდნენ, სადაც თავის მომხრეებს შეუზღუდავად ესაუბრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

მედიის ცნობით, სოციალური ქსელი ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილმა მრჩეველმა ბრედ პარსკეილმა ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში შექმნა.

Campaign Nucleus-ის მომხმარებლებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ელექტრონული წერილების, ტექსტური შეტყობინებებისა და განცხადებების გაგზავნა, ასევე აშშ-ის საფოსტო სამსახურით კორესპონდენციის გაგზავნა შეუძლიათ. 

ცნობისთვის, სოციალურმა ქსელებმა Twitter -მა, Facebook-მა, Instagram-მა, Snapchat-მა და Twitch-მა ექსპრეზიდენტს ანგარიშები არჩევნებში დამარცხების არაღიარებისა და კაპიტოლიუმზე შტურმის წახალისების შემდეგ დაუბლოკა. მათ შორის Twitter -მა ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა და ის ამ ქსელზე წვდომას სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაშიც ვერ დაიბრუნებს.