ტრამპი: აშშ-ის ჩინეთთან ურთიერთობის მთლიანად გაწყვეტა შეუძლია

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული ისტორიის გამო, ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებს, შესაძლოა, წერტილი დაესვას. ამის შესახებ მან Fox News-ის ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ბევრის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია, მთლიანად გავწყვიტოთ ურთიერთობა. ეს რომ გაგეკეთებინათ, რა მოხდებოდა? თქვენ 500 მილიონ დოლარს დაზოგავდით, თუკი ურთიერთობებს მთლიანად გაწვყვეტდით", - ამბობს ტრამპი.

ტრამპის თქმით, სწორედ ასეთი იქნება აშშ-ის ქმედება, რომელიც ჩინეთიდან კორონავირუსის გაჟონვის სიტუაციაზე, შესაძლოა, პასუხად იქცეს.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ახლა კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ მასთან დარეკვა არ სურს.