ტრამპი: აშშ-ში კორნავირუსის პანდემია თითქმის დასრულდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ქვეყანაში კოროვირუსის პანდემია თითქმის დასრულდა.

”COVID-19-ის პანდემია თითქმის დასრულებულია",- განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

აშშ-ში, ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ინფიცირების თითქმის 1.9 მილიონი შემთხვევაა. გარდაცვლილია 108.000-ზე მეტი ადამიანი.