ტრამპი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას არ დაესწრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას არ დაესწრება. ინფორმაციას თეთრი სახლის შტაბის უფროსი მარკ მედოუსი ავრცელებს.

მედოუსმა განაცხადა, რომ ტრამპი გაერო-ს ასამბლეას თეთრი სახლიდან დისტანციურად დაუკავშირდება.