ტრამპი ხანძრის შედეგად დაზარალებულ კალიფორნიის შტატს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 14 სექტემბერს ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულ კალიფორნიის შტატს ეწვევა. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯად დირმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

"ორშაბათს პერზიდენტი დონალდ ტრამპი კალიფორნიას ეწვევა, სადაც მას შტატში არსებული ხანძრის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ", - წერს დირი.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სახანძრო შტაბში ვიზიტს გამართავს.