ტრამპი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3-4 კვირაში გვექნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სამ-ოთხ კვირაში მზად იქნება. 

ტრამპმა აღნიშნული განცხადება ABC News-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს გააკეთა.

„წინა ადმინისტრაციას წლები დასჭირდებოდა იმისთვის, რომ ვაქცინა მიეღოთ - სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოსა და ყველა შეთანხმების თუ პროცედურის გამო. ჩვენ კი კვირები გვჭირდება მის მისაღებად. იცით, ეს შეიძლება იყოს სამი-ოთხი კვირა“ , - განაცხადა დონალდ ტრამპმა.