ტრამპი ნიუ-იორკის საკარანტინო ზონად გამოცხადებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნიუ-იორკის, კონექტიკუტისა და ნიუ ჯერსის კარანტინის საკითხს განიხილავს. მიზანი ვირუსის გავრცელების შესუსტებაა. 

"ნიუ-იორკის კარანტინის ზონად გამოცხადებას ვგეგმავთ, რადგან ეს გავრცელების კერაა. მასთან ერთად შეიძლება იყოს ნიუ ჯერსი, შეიძლება კიდევ ორი ან სამი ადგილი, მაგალითად კონექტიკუტი. ამის შესახებ ახლა ვფიქრობ", - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებთან. 

მისი თქმით, აღნიშნული ზომების მიღება უახლოესი დღეების განმავლობაში არ იგეგმება, თუმცა ორკვირიან შუალედში, მოქალაქეები მსგავს გადაწყვეტილებას უნდა ელოდნენ. 

აშშ-ში, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 112 560 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, 3 219 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 878 - გარდაიცვალა.