ტრამპი ნობელის პრემიაზე მესამედ წარადგინეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე უკვე მესამედ წარადგინეს. წარდგენის ერთ-ერთი ინიციატორი პროფესორი დევიდ ფლინტია.

აშშ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო პრემიაზე ამჯერად "ტრამპის დოქტრინისთვის" წარადგინეს, რომელიც ფლინტის თქმით ორი ძირითადი მიმართულებისგან შედგება. ერთი - "მას აქვს ჯანსაღი აზრი, ის ხელმძღვანელობს მხოლოდ ეროვნული ინტერესებით და კიდევ იმიტომ, რაც მან გააკეთა "ტრამპის დოქტრინით. ის, რომ ამერიკა აღარ იქნება ჩათრეული უსასრულო ომებში", - განაცხადა ფლინტმა. პროფესორის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის შეთანხმების მიღწევის საქმეში და აშშ გაათავისუფლა ახლო აღმოსავლეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისაგან.