ტრამპი საპრეზიდენტო დებატების ვადაზე ადრე ჩატარებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 29 სექტემბრისთვის დანიშნული საპრეზიდენტო დებატების გადატანას და მის ვადაზე ადრე დანიშვნას ითხოვს. ტრამპის თქმით წარმოუდგენელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ფოსტით ხმის მიცემა საპრეზიდენტო დებატებამდე მოხდეს.

ბოლო მონაცემებით რესპუბლიკელების კანდიდატის დონალდ ტრამპისა და დემოკრატების კანდიდატის ჯო ბაიდენის დებატები 29 სექტემბერს კლივლენდში, 15 ოქტომბერს მაიამიში, 22 ოქტომბერს კი ნეშვილში უნდა გაიმართოს. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს 7 ოქტომბერს სოლთ-ლეიქ-სითიში დაუპირისპირდებიან.