ტრამპის ბრძანებით, სინატრას, დისნეის და ჯობსს ძეგლებს დაუდგამენ

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც "ეროვნული გმირების ბაღის" შექმნას ითვალისწინებს. აქ აშშ-ის გამოჩენილი მოღვაწეების ძეგლები უნდა დაიდგას.

კერძოდ, ბაღში იქნება როგორც აშშ-ის სახელმწიფოს დაამაარსებლებისა და სხვა პოლიტიკოსების, ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისა და ცნობილი მეწარმეების ძეგლები. სიაში მოხვდნენ: მულტიპლიკატორი უოლტ დისნეი, ფრენკ სინატრა, უიტნი ჰიუსტონი და Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სტივ ჯობსი.

"ეროვნული გმირების" ბაღის შექმნის ინიციატივით ტრამპი ჯერ კიდევ ივლისში, სამხრეთ დაკოტაში, რაშმორის მთასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.