ტრამპის ბრძანებით ვაშინგტონში ეროვნული გვარდია გაგზავნეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, წესრიგის დაცვის მიზნით, ეროვნული გვარდიის გაგზავნა ბრძანა. ამის შესახებ CNN წერს.

”პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, [ვაშინგტონში] სხვა ფედერალურ სამართალდამცავი ორგანოებთან ერთად, ეროვნული გვარდია გაიგზავნა”, - წერს თეთრი სახლის პრესმდივანი.

მისივე ინფორმაციით, ეროვნული გვარდია ვაშინგტონში ვირჯინიიდან უკვე გაგზავნილია.