ტრამპის საარჩევნო შტაბის საიტი გატეხეს

ჰაკერებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის საიტზე შეტევა მიიტანეს. ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანმა თიმ მერთაუმ დაწერა.

"თავდასხმის წყაროს დასადგენად ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ვმუშაობთ. ჰაკერებმა კონფიდენციალურ მონაცემებთან წვდომა ვერ შეძლეს, რადგან, ისინი საიტზე არ ინახება",- განაცხადა მერთაუმ. მისი თქმით საიტის მუშაობა უკვე აღდგენილია.