ტრამპის თქმით, მას სისხლის სამართლის საქმეებში ჩარევის უფლება აქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეების განხილვაში ჩარევის უფლება აქვს. თუმცა, მისივე თქმით, ამ უფლებით არასდროს უსარგებლია.

 დონალდ ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა თქვა, რომ ტრამპის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებული მოსაზრებები მის საქმიანობას აბრკოლებს.

საქმე ეხება ტრამპის მიერ დაწერილ რამდენიმე პოსტს, რომელიც მან მისი ყოფილი მრჩევლის, როჯერ სტოუნის სისიხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებით დაწერა.

როჯერ სტოუნი არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეზე ჩატარებული გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით გასული წლის ნოემბერში გაასამართლეს. როჯერ სტოუნისთვის განაჩენის გამოტანა მომდევნო კვირაში იგეგმება.