ტრამპმა ბაიდენს სამუშაო მაგიდაზე წერილი დაუტოვა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სამუშაო მაგიდაზე წერილი დაუტოვა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

როგორც ტელეარხმა აღნიშნა, წერილის შინაარსი არ გახმაურებულა.

პრეზიდენტის გზავნილი მისი შემცვლელისადმი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს დიდი ხნის ტრადიციად იქცა. როგორც წესი, წერილს ტოვებენ მაგიდაზე ოვალურ კაბინეტში, რათა სახელმწიფოს ახალმა მეთაურმა ის კაბინეტში პირველად სტუმრობისას წაიკითხოს.