ტრამპმა მედიკამენტების ფასის შემცირების შესახებ კანონპროექტს მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიკამენტების ფასის შემცირების შესახებ ახალ კანონპროექტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ განცხადებას ტრამპი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

"გუშინ ხელი მოვაწერე ზომებს, რომელიც მედიკამენტების ფასებს, უმეტეს შემთხვევაში 50%-ით შეამცირებს. აქამდე მსგავსი რამ არ მომხდარა, ვინაიდან "დიდი ფარმა" ამის საშუალებას არ გვაძლევდა. ძვირადღირებული ინსულინის ფასი ახლა ძალიან დაბალია", - წერს ტრამპი.