ტრამპმა ნიუ-იორკის "გიგანტური ბარიერის" მშენებლობის საკითხი გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალტ ტრამპმა ნიუ-იორკის ბარიერული კედლის მშენებლობის იდეა გააკრიტიკა.

ნიუ-იორკის სანაპიროსგან რამდენიმე მილის მოშორებით ე.წ. "გიგანტური ბარიერის" პროექტი აშშ-ის არმიის ერთ-ერთ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანიც ქალაქის ქარიშხლისგან დაცვაა. აღნიშნულის შესახებ განხადებას New York Times აკეთებს. ბარიერის ღირებულება 119 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო მისი მშენებლობა შესაძლოა 25 წელს გაგრძელდეს.

"ნიუ-იორკის გარშემო მასიური, 200 მილიარდიანი ზღვის კედლის მშენებლობა შტორმისგან თავდასაცავად სულელური და ეკოლოგიურად არახელსაყრელი იდეაა. როდესაც ამის საჭიროება იქნება, შესაძლოა ვერც იმუშაოს, თან საშინლად გამოიყურება", - განაცხადა ტრამპმა Twitter-ის მეშვეობით.

2016 წლის არჩევნების წინ ტრამპმა პირობა დადო, რომ მექსიკასთან სახმელეთო საზღვარს ააშენებდა, ვინაიდან ყველაზე მეტი არალეგალი ემიგრანტი აშშ-ში სწორედ აქედან შედის. კედლის აშენების საკითხმა 2018-2019 წლებში ბიუჯეტის კრიზისი გამოიწვია. შედეგად, ტრამპმა ვერ შეძლო კონგრესისგან მოთხოვნილი თანხის მიღება.

დონალდ ტრამპა პირობა დადო, რომ სახმელეთო საზღვრის მშენებლობა 2020 წლის არჩევნებისთვის დასრულდება.