ტრამპმა თავი იესო ქრისტეს შეადარა - VIDEO

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში გამართული წინასაარჩევნო მიტინგის დროს განაცხადა, რომ პოპულარობით ის მხოლოდ იესო ქრისტეს ჩამორჩება. სიტყვით გამოსვლის ვიდეო YouTube-ზე გამოცემამ The Independent- გამოაქვეყნა.

"ერთხელ მითხრეს:" შენ ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანი ხარ". მე ვუთხარი, რომ ეს ასე არ არის. ჩემი თანამოსაუბრეები დაინტერესდნენ, ვინ არის ჩემზე ცნობილი. მე ვუპასუხე, რომ ეს იესო ქრისტეა", - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

ტრამპმა დასძინა, რომ ცაში ახედვის შემთხვევაში, ცხადი გახდება, რომ იესო ქრისტე "დიდი უპირატესობით" ლიდერობს.