ტრამპმა Twitter-ზე რასისტული შინაარსის მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე საკუთარი მხარდამჭერების ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც  მხარდამჭერ აქციაზე "ძალაუფლება თეთრებს" შეძახილებით გამოდიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Independent ავრცელებს.

გამოცემის ცნობი, ტრამპმა აღნიშნული პოსტის გამო მრავალი ადამიანისა და გამოცემის კრიტიკა დაიმსახურა. 

"დიდი მადლობა სოფლის დიად მოსახლეობას", - წერს დონალდ ტრამპი პოსტში, რომელიც აღნიშნულ ვიდეოს მოიცავს. 

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელებში რასისტული შინაარსის განცხადებების გამო არაერთხელ გააკრიტიკეს. Facebook-მა და Twitter-მა პრეზიდენტის განთავსებული მსგავი შინაარსის პოსტები სოციალური ანგარიშებიდან წაშალა.