ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის აზრით, დონალდ ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ტრადიციულად ზოგიერთ საიდუმლო ინფორმაციას პოსტის დატოვების შემდეგაც ეცნობიან, თუმცა ბაიდენი აცხადებს, რომ ტრამპმა შესაძლოა, ამგვარი ინფორმაცია გაამჟღავნოს და დაზვერვას საფრთხე შეუქმნას.

აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, ტრამპისთვის დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების აუცილებლობა არ არსებობს.

გაცნობებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტად ბაიდენის დანიშვნისა და პირველი პირის პოსტიდან ტრამპის წასვლის შემდეგ, აშშ-ის კამპანია რადიკალურად შეიცვალა. გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ სამ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ საიმიგრაციო პოლიტიკის რეგულაციებს აუქმებს.