ტრამპს სურს, რომ უკრაინა და რუსეთი "შერიგდნენ"

აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ რუსეთი და უკრაინა "შერიგდნენ". ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ინდოეთში გაფრენამდე გამართულ შეხვედრაზე, ჟურნალისტმა მას დაუსვა კითხვა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე. 

"ვისურვებდი, რომ ისინი შეთანხმებამდე მისულიყვნენ. თუკი ურთიერთობას დაალაგებენ, ეს მთელი მსოფლიოსთვის შესანიშნავი იქნება", - განაცხადა ტრამპმა. 

სექტემბრის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტმა მიულოცა მოსკოვსა და კიევს სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ ურთიერთთანამშრომლობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს.