აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი დაზვერვის თანამშრომლის საჩივრის ტექსტს აქვეყნებს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შინაარსს ეხება.
ტექსტი კომიტეტის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.
საჩივარში ინფორმატორი შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ტრაპმა ძალაუფლება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში უცხო ქვეყნის მხრიდან ჩარევის სათხოვნელად გამოიყენა.
გადაწყვეტილება საჩივრის ტექსტის გასაჯაროვების შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა მას შემდეგ მიიღომ რაც თეთრმა სახლმა გუშინ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის ბეჭდურ ვერსიას გამოაქვეყნა.
აშშ-ს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მიზეზი სწორედ ეს წერილი გახდა.